სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2025 წლის 28 იანვარს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.3690 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 29 იანვარს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ   500 მილონი ლარის დეპოზიტს.