საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები

2025 წლის 16 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N6 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.8 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვა 7.7 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.