სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2024 წლის 18 ივნისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0327 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 19 ივნისს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  400 მილიონი ლარის დეპოზიტს.