საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2023 წლის 28 ნოემბრის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N60 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.1 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC28118049).

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 168 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.400%, მაქსიმალური 8.510%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.426%.