სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2023 წლის 28 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 250 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.0322 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 29 ნოემბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  500 მილიონი ლარის დეპოზიტს.