ანონსი
2026 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონი გაიმართება.
2026 წლის 18 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიან ქაღალდებს გაცვლის. გამოსასყიდი ფასიანი ქაღალდების საინდენტიფიკაციო ნომერია GETC27127058, ხოლო გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომერია GETC34713346.
გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 2026 წლის 17 თებერვლის ფასიანი ქაღალდების (GETC34713346) აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.