ანონსი
2026 წლის 10 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების აუქციონები გაიმართება.
2026 წლის 10 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD27311156) და 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 10.5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC36916046) განათავსებს.