საბიუჯეტო ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანების - „საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ“ საფუძველზე, 2013 წლის 1 იანვრიდან საბანკო ოპერაციების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ IBAN ფორმატის ანგარიშით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ქვეყნის შიგნით საბანკო ოპერაციების წარმოებისას აუცილებელია მიმღების ანგარიშის ნომერი შევსებული იქნას IBAN ფორმატით;
- ქვეყნის გარეთ თანხის გადარიცხვისას თანხის მიმღების ანგარიშის ნომრის IBAN ფორმატით წარმოდგენა აუცილებელი არ არის;
- ქვეყნის გარეთ თანხის გადარიცხვისას სასურველია ბენეფიციარი ბანკის ველში მითითებული იქნას მიმღები ბანკის სვიფტ-კოდი (Swift Code) ან/და ბანკის სრული დასახელება და მისამართი.
სახელმწიფო ხაზინა