საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების ფორმატი (IBAN)
2010 წლის 3 მაისიდან საქართველოს საბანკო სექტორში შემოღებული იქნა ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტი IBAN - საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების ფორმატი, რომელიც გამოიყენება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გადარიცხვების დროს. სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნული პროექტის დანერგვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. სახაზინო ოპერაციებისათვის შეიცვალა გადარიცხვების დროს მიმღების ანგარიშის ნომრის ველის შევსების ფორმატი და ჩარიცხვებში გადმომრიცხავის ანგარიშის ნომრის ველის ფორმატი. სისტემა გაიტესტა RTGS-სთან და დღისათვის მუშაობს შეუფერხებლად.