საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2023 წლის 12 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N46 აუქციონზე გაიყიდა 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11 წლის ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი.

დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.050%, მაქსიმალური 8.250%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.121%.