საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 2 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N20 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.8 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 83 000 000 ლარი.

დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.855%, მაქსიმალური 8.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.879 %.