საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 9 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N40 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 92 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.899%, მაქსიმალური 9.930%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.910%.