საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2024 წლის 3 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N50 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.4 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 96 463 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.444%, მაქსიმალური 8.500%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.452%.