საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 3 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N49 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი.

დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.744%, მაქსიმალური 8.250%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.871%.