საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 5 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N62 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.2 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 117 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.290%, მაქსიმალური 8.399%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.317%.