საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2025 წლის 9 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N70 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.8 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 97 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.790%, მაქსიმალური 9.799%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.793%.