საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 7 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N38 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.7 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 150 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.350%, მაქსიმალური 8.419%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.367%.