საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 28 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N42 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.0 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 191 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.440%, მაქსიმალური 8.451%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.448%.