საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N43 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 70 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.150%, მაქსიმალური 8.249%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.211%.