საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N44 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 130 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.350%, მაქსიმალური 8.379%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.361%.