საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2026 წლის 10 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N64 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 9.8 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.950%, მაქსიმალური 9.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.976%.