საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2023 წლის 21 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N14 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.1 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC30423171).

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.500%, მაქსიმალური 8.750%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.702%.