საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის აუქციონის შედეგები

2024 წლის 7 თებერვლის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 გამოსყიდვის აუქციონზე გამოსყიდულ იქნა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 1.31 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5.3 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციები საიდენტიფიკაციო ნომრით: GETC25530055. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირებული მაქსიმალური გადახრა თეორიული საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან: -0.25%.