საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები
2026 წლის 9 სექტემბერს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N12 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 1.4 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 10 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC28118049) გამოსყიდვა 10.0 წლიანი ნარჩენი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC36916046) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.