სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2023 წლის 26 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.0911 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 27 სექტემბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  600ილიონი ლარის დეპოზიტს.