სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2024 წლის 02 აპრილს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.3399 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 03 აპრილს.