სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2024 წლის 28 მაისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 9.0490 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 29 მაისს.