სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2024 წლის 2 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0475 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 3 ივლისს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  500 მილიონი ლარის დეპოზიტს.