სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2024 წლის 16 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.1964 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 16 ოქტომბერს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ  500 მილიონი ლარის დეპოზიტს.