სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2024 წლის 29 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2770 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 30 ოქტომბერს.