სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2024 წლის 19 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.5810 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 20 ნოემბერს.