სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2026 წლის 15 აპრილს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0290 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 15 აპრილს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 800 მილონი ლარის დეპოზიტს.