სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე

2026 წლის 27 მაისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.3010 პროცენტით.

აღნიშნული სასრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 27 მაისს.

ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 500 მილონი ლარის დეპოზიტს.