სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2026 წლის 2 ივნისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2802 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 3 ივნისს.