სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე
2026 წლის 20 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.2752 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 21 ოქტომბერს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 700 მილიონი ლარის დეპოზიტს.