ხშირად დასმული კითხვები

უკან
plus icon შეკითხვის გაგზავნა

საჯარო სექტორში (როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში) აღრიცხვა-ანგარიშგების რეგულირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომლის კომტეტენციაში შედის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება.

საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებენ შემდეგი ნორმატიული აქტების გამოყენებით:

Ø   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“;

Ø   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“

Ø   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა, ასევე, ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და მუნიციპალიტეტებმა კონსოლიდირებული (ნაერთი) წლიური ფინანსური ანგარიშგებები საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს  სახაზინო  სამსახურს  უნდა წარუდგინონ  საანგარიშგებო წლის მომდევნო  წლის  1 აპრილამდე.

სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის ჩატარება რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“.

გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის N289 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“

სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესი განსაზღვრულია „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებით

სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების და მაგროვებელი დოკუმენტების ფორმები განსაზღვრულია „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანებით

ინდივიდუალური ან ნაერთი (კრებსითი) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მოიცავს შემდეგ რეკვიზიტებ:

- დოკუმენტის დასახელებას და ნომერს;

- დოკუმენტის შედგენის თარიღს;

- ეკონომიკური მოვლენის მოხდენის თარიღს;

- ეკონომიკური მოვლენის შინაარსს;

- ეკონომიკური მოვლენის მონაწილე პირ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ტელეფონ(ებ)ის და მისამართ(ებ)ის მითითებით;

- პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერებს ეკონომიკური მოვლენის მოხდენის ფაქტის დასადასტურებლად;

- ეკონომიკური მოვლენის თანხობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს;

- სხვა მონაცემებს, რომლებიც გამომდინარეობს ეკონომიკური მოვლენის შინაარსიდან და მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიის თავისებურებებიდან.

სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.

თანხების ჩამოჭრა ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულების წესით, საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი საინკასო დავალებების საფუძველზე, ფიზიკური და იურდიული პირების სასარგებლოდ.

სახაზინო სამსახურის მიერ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრების შესახებ (რომელთა ათვისება ხორციელდება სახაზინო ანგარიშების გაუვლელად) ვალდებულების, საგადახდო მოთხოვნისა და საკასო ხარჯის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში ასახვის საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ ან/და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც წარედგინება სახელმწიფო ხაზინას საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები ინახება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ასევე, სახელმწიფო ხაზინის სხვა ანგარიშებზე.

სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა, გარდა საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს საბანკო ანგარიშის გახსნის ნებართვა და დახუროს ანგარიში. საბიუჯეტო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ყველა შემოსულობის სრულად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, თუ ზემოაღნიშნული კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

სახაზინო სამსახურს გახსნილი აქვს სავალუტო ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების სავალუტო ოპერაციები. სახაზინო სამსახური საქართველოს ეროვნულ (მოკორესპოდენტო) ბანკთან ურთიერთობს SWIFT-ის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის მაღალ ხარისხს და სავალუტო ოპერაციების სწრაფად განხორციელებას.

სახაზინო სამსახურს გახსნილი აქვს ანგარიშები, აწარმოებს გადახდის და კონვერტაციის ოპერაციებს შემდეგი უცხოური ვალუტებით: 1. აშშ დოლარი; 2. ევრო; 3. დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი; 4. შვეიცარიული ფრანკი; 5. კანადური დოლარი; 6. ავსტრალიური დოლარი; 7. დანიური კრონი; 8. ქუვეითური დინარი; 9. შვედური კრონი 10. სინგაპურული დოლარი; 11. ნორვეგიული კრონი; 12. იაპონური იენი.

კონვერტაციის ოპერაციის შესრულება ხდება ხაზინის ელექტრონულ სისტემაში დავალების დამტკიცების დღის მომდევნო სამუშაო დღეს კონვერტაციის დავალების შესრულების დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფოციალური გაცვლითი კურსით.

1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდზე 9921 (მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნება) შესაბამისი ბიუჯეტის კოდის მითითებით. მობრუნებისას შესაბამისი თანხით მცირდება საკასო ხარჯი და საგადახდო მოთხოვნა. 2. წინა წლებში გადახდილი თანხის მობრუნება ხდება ბიუჯეტის შემოსულობებში “წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო ხარჯის” 3460 სახაზინო კოდზე.

ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნების დროს ხარჯის შესამცირებლად საგადახდო დავალების გადახდის დანიშნულებაში სავალდებულოა მითითებული იქნას იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის პროგრამული კოდი, ვალდებულების ნომერი, მოთხოვნის ნომერი და ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი, საიდანაც მოხდა თანხის გადარიცხვა.

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა), სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

სახაზინო სამსახურს წერილობითი განცხადებით უნდა მომართოს იმ პირმა ვის სასარგებლოდაც ბრუნდება სახელმწიფო ბაჟი, რომელსაც თან უნდა ახლდეს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება/დადგენილება, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ და ანგარიშის ნომერი ეროვნულ ვალუტაში.

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადატანა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა), სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

მხარჯავი ერთეულის სადეპოზიტო სახაზინო კოდზე ხდება მხარჯავი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში დროებით არსებული სახსრები, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს.

ხაზინის ერთიან ანგარიშზე დეპოზიტის სახით განთავსებული თანხების გადამხდელისათვის დაბრუნება ან ბიუჯეტში მიმართვა ხორციელდება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, ვის სადეპოზიტო კოდზეც იქნა თანხა განთავსებული.

მინდობილ პირს აქვს უფლება დაიბრუნოს სახელმწიფო ბაჟი, თუ მინდობილობაში/რწმუნებულებაში კონკრეტულად არის განზაზღრული, თანხის მიღების უფლება.

ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, სტანდარტულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია. აქვე გამოუყენებელი თანხის დაბრუნების შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბუთის დედნის წარმოდგენა.

ბაჟის დაბრუნებისათვის აუცილებელია განცხადებაში მიეთითოს, ან განცხადებაზე თანდართული იყოს იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის საბანკო რეკვიზიტები ვის სასარგებლოთაც ხდება ბაჟის დაბრუნება.

სახაზინო სამსახურში მიღებული დოკუმენტაციას განიხილავს განცხადების რეგისტრაციის რიგითობით. პრაქტიკიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ხორციელდება, ორი-სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტებით და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებით (შემდგომში „შესაბამისი ბიუჯეტებით“) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გადახდების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“

გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია;

განაცხადი არის ვალდებულების დოკუმეტი (დანართი N 3) რომლითაც ხდება გარკვეული ხარჯების აღება

ვალდებულების აღება განაცხადის (დანართი №3) ფორმით ხდება შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ასიგნებების ფარგლებში შემდეგი სახის ხარჯებზე: ა) ხელფასი ფულადი ფორმით, სოციალური შენატანები, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით (მათ შორის, სუბსიდიების მუხლში გათვალისწინებული ანალოგიური გადასახდელები); ბ) ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯები (მათ შორის, სუბსიდიების მუხლით); გ) სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების საველე ფული; დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფარული ხარჯები; ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენახვის ხარჯები; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარჯები; ზ) სხვა სახელმწიფო ერთეულზე გადასაცემი გრანტები; თ) სოციალური დახმარება; ი) დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება; კ) სახელმწიფო და სხვა სახის ჯილდოებზე დაწესებული ფულადი პრემიები; ლ) სახელმწიფო ერთეულების მიზეზით ფიზიკური ტრამვირებისა თუ ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში გადასახდელი ფულადი კომპენსაციები; მ) მოსწავლეთა ვაუჩერები, სახელმწიფო სასწავლო გრანტები და სტიპენდიები, აგრეთვე პრეზიდენტის ან სხვა სახელობის გრანტები და სტიპენდიები; ნ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ან მიღებული ტრავმების ფულადი კომპენსირების, ასევე საოჯახო მეურნეობაზე გაწეული სხვა ფულადი დახმარების მიზნით, განსახორციელებელი გადახდები; ო) კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული გასაცემლები: “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პარტიების საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ პარტიებისთვის/საარჩევნო სუბიექტებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)ისათვის დადგენილი დაფინანსებება; პ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრთა ბიუროს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; ჟ) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა; რ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა; ს) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები; ტ) საპენსიო შენატანი - დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ გადასახდელი თანხა.

წერილის საფუძველზე ვალდებულების აღება ხორცილედება ისეთ ხარჯებზე რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად თავისუფალია ხელშეკრულების არსებობისაგან: ასეთებია: წყლის, ბუნებრივი აირის, ელექტრო ენერგიის, ფიჭური კავშირგაბმულობის ხარჯები. ასევე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და ბიუჯეტის სასარგებლოდ წინა წლებში დარიცხული გადასახდელების დასაფარავად, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებლად დაფუძნებული სსიპ-ს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ასევე საზღვარგარეთ სწავლისა და მკურნალობის ხარჯებზე ვალდებულების აღება.

1) წინა წლებში გადახდილი თანხების მობრუნება ხდება სახაზინო კოდზე - 302003460 “წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრები”. 2) მიმდინარე წელს გადახდილი თანხების მობრუნება ხდება სახაზინო კოდზე - 302009921 “ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის დაბრუნება”, მობრუნებისას შესაბამისი თანხით მცირდება საკასო ხარჯი და საგადახდო მოთხოვნა.

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდი - 302007000 “მიზნობრივი გრანტის სახით მიღებული შემოსავალი”, ხოლო გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდზე - 302009941 “მიზნობრივი გრანტის კუთხით გაწეული ხარჯის დაბრუნება”.

წინასწარი გადახდის დამოწმება არის წინასწარ გადახდილი სახსრებით განხორციელებული ოპერაციის დადასტურება დარიცხვით. წინასწარი გადახდის შემთხვევაში დამოწმების ვადა მიეთითება ხელშეკრულების ან/და შესაბამისი სადაზღვევო და საბანკო გარანტიის მოქმედების ფარგლებში. მივლინების შემთხვევაში, ორგანიზაცია ვალდებულია, მივლინების დასრულებიდან 65 კალენდარული დღის ვადაში, განახორციელოს მივლინების ხარჯის ტიპებზე გაწერილი სავარაუდო მოცულობების დაზუსტება და მივლინების ხარჯების დამოწმება.

ორგანიზაცია სიტემაში არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას, რომელსაც სახაზინო სამსახური ადასტურებს აღებული ვალდებულების, დარიცხული ოპერაციის და კვარტალური განწერით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში.

ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვა ორგანიზაციის მიერ ხდება გადახდების განხორციელების შესახებ დამტკიცებული ინსტრუქციით აღებული ვალდებულების ფარგლებში დავალიანების დაფარვის გზით. წინა წლის სისტემაში ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ბუღალტრული/ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა. ორგანიზაციაში ვალდებულებათა აღრიცხვის შემოღებამდე წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა ხდება ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ფინანსური ვალდებულებების ფარგლებში.