IPSAS რეფორმა

IPSAS რეფორმა

უკან

IPSAS რეფორმა საჯარო სექტორში

სახელმწიფო ხაზინა IPSAS-ის დანერგვის მიზნით საჯარო სექტორში აღრიცხვის რეფორმის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №701 ბრძანებით სახელმძღვანელოდ მიღებული ”საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სამოქმედო გეგმის” შესაბამისად. IPSAS რეფორმის ფარგლებში, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან (IFAC) გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) პოლიტიკის დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით, ქართულ ენაზე ითარგმნება და ქვეყნდება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS).

სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობის და სანდოობის უზრუნველსაყოფად, 2009 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის რეფორმა, რომლის მიზანია უზრუნველყოს დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული IPSAS სტანდარტების სრულად შემოღება საჯარო სექტორში. 2009 წლიდან აღნიშნული რეფორმა ეტაპობრივად მიმდინარეობდა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ერთეულებში. 2017 წლიდან IPSAS სტანდარტების დანერგვის რეფორმა ხორციელდება ასევე ადგილობრივი ბიუჯეტების ერთეულებში - მუნიციპალიტეტებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში. ამ მიზნით. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის N485 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის N701 ბრძანებაში, რომლითაც განისაზღვრა ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში რეფორმის განხორციელების პერიოდულობა და ძირითადი მიმართულებები.

სახელმწიფო ფინანსების შესახებ ინფორმაციის სისრულის და ყოვლისმომცველობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, დარიცხვის მეთოდის საფუძველზე მთავრობის ერთიანი ანგარიშგების მოსამზადებლად, 2021 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ერთეულები აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებენ დარიცხვის მეთოდის შესაბამისი შემდეგი IPSAS სტანდარტების შესაბამისად:

IPSAS 1 – ფინანსური ანგარიშების წარდგენა

IPSAS 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

IPSAS 3 - სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები

IPSAS 4 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები

IPSAS 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები

IPSAS 9 – გაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი

IPSAS 12 – მატერიალური მარაგები

IPSAS 13 – იჯარა

IPSAS 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები

IPSAS 16 – საინვესტიციო ქონება

IPSAS 17 – ძირითადი აქტივები

IPSAS 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები

IPSAS 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები

IPSAS 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება

IPSAS 23 – არაგაცვლითი  ოპერაციებიდან  მიღებული შემოსავალი (გადასახადები და ტრანსფერები)

IPSAS 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში

IPSAS 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება

IPSAS 31 – არამატერიალური აქტივები

IPSAS 32 - შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი

IPSAS 34 - ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება

IPSAS 35 - კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება

IPSAS 36 - ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობაში

IPSAS 37 - ერთობლივი შეთანხმებები

IPSAS 39 - დაქირავებულთა სარგებელი

სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ერთეულები ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისას და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ხელმძღვანელობენ IPSAS სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული შემდეგი ინსტრუქციებით:

Ø  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“;

Ø  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“;

Ø  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის N289 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“;

Ø  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“;

Ø  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქცია.

რეფორმის დადგენილ ვადებში განხორციელების ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებით შექმნილია მთავრობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო - საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო, რომელსაც ევალება საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება. გარდა ამისა, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის ხელშეწყობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სახაზინო სამსახურთან მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტების ერთეულებისათვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის ერთეულების ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე, ყოველწლიურად მზადდება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, რომელიც მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად, ანგარიშვალდებულებისა და ტრანსფარენტულობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნდება სახაზინო სახაზინო სამსახურის ვებ-გვერდზე www.treasury.ge

რეფორმის ფარგლებში, დარიცხვის მეთოდის შესაბამისი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით სისტემატურად მიმდინარეობს ტრენინგები და გადამზადება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (IPSAS) სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ერთეულთა წარმომადგენელთათვის.