საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

2024 წლის 12 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N64 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 9.7 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 67 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.450%, მაქსიმალური 8.490%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.460%.