ხშირად დასმული კითხვები
უკანსაჯარო სექტორში (როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში) აღრიცხვა-ანგარიშგების რეგულირება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომლის კომტეტენციაში შედის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება.
საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ და ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებენ შემდეგი ნორმატიული აქტების გამოყენებით:
Ø საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“;
Ø საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“
Ø საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა, ასევე, ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და მუნიციპალიტეტებმა კონსოლიდირებული (ნაერთი) წლიური ფინანსური ანგარიშგებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უნდა წარუდგინონ საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის ჩატარება რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“.
გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის აღრიცხვა-ანგარიშგების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის N289 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესი განსაზღვრულია „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანებით
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების და მაგროვებელი დოკუმენტების ფორმები განსაზღვრულია „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანებით
ინდივიდუალური ან ნაერთი (კრებსითი) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მოიცავს შემდეგ რეკვიზიტებს:
- დოკუმენტის დასახელებას და ნომერს;
- დოკუმენტის შედგენის თარიღს;
- ეკონომიკური მოვლენის მოხდენის თარიღს;
- ეკონომიკური მოვლენის შინაარსს;
- ეკონომიკური მოვლენის მონაწილე პირ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ტელეფონ(ებ)ის და მისამართ(ებ)ის მითითებით;
- პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერებს ეკონომიკური მოვლენის მოხდენის ფაქტის დასადასტურებლად;
- ეკონომიკური მოვლენის თანხობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს;
- სხვა მონაცემებს, რომლებიც გამომდინარეობს ეკონომიკური მოვლენის შინაარსიდან და მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიის თავისებურებებიდან.