საბანკო ანგარიშსწორება
უკანხაზინის ერთიანი ანგარიში
სახელმწიფო ხაზინას ანგარიშსწორებისთვის ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ერთიანი ანგარიში.
სახელმწიფო ხაზინა საბანკო ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტაში ახორციელებს „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების“ (RTGS) სისტემის მეშვეობით; RTGS სისტემაში ხაზინა ჩართულია 2007 წლიდან, რომლის განახლებული სისტემა დაინერგა 2010 წლიდან. სისტემაში სახელმწიფო ხაზინა ჩართულია დამოუკიდებელი მონაწილის სტატუსით და მინიჭებული აქვს საბანკო კოდი TRESGE22.
RTGS სისტემას მართავს საქართველოს ეროვნული ბანკი და მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და სახაზინო სამსახური.
ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხდება როგორც სახელმწიფო, ავტონომიური და ადგილობრივი ბიუჯეტების კუთვნილი შემოსულობების ჩარიცხვა, ასევე ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ააიპ) კუთვნილი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსულობების ჩარიცხვა. ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხების განაწილება ხდება სახსრების მფლობელების მიხედვით:
ხაზინის ერთიან ანგარიშიდან ხდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა გადასახდელის, ასევე ყველა ავტონომიური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის და ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საჯარო სამსართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადასახდელების გადახდა;
სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემა (eTreasury) მჭიდროდ არის ინტეგრირებული RTGS სისტემასთან, რამაც გააუმჯობესა ელექტრონული საგადახდო დოკუმენტების დამუშავების პროცესი, საბანკო დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს და მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო რისკი.
ხაზინის ერლექტრონული სისტემის (eTreasury) და RTGS სისტემის კავშირს უზრუნველყოფს Java შეტყობინებების;შეტყობინებების სერვისზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა (GPSS), რომელი ინტეგრირებულია ხაზინის შიდა სისტემაში და წარმოადგენს დამოუკიდებელ პროგრამულ უზრუნველყოფას, GPSS ახორციელებს ხაზინის შიდა სისტემასა და RTGS სისტემას შორის შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში გაცვლას. ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ, მიმდინარე დღის განმავლობაში მიღებულ შემოსულობებზე ოპერატიული ინფორმაციის მომზადების მიზნით, ინტეგრატორში ჩაშენდა ანგარიშსწორების Report Manager პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შემოსულობების სახეების და სახაზინო კოდების მიხედვით ინფორმაციის მომზადებას.
ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა
სახელმწიფო ხაზინა ჩართულია „სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების“ სისტემაში (CSD), რომელიც მჭიდროდ ინტეგრირებულია „დროის რეალურ რეაჟიმში ანგარიშსწორების“ (RTGS) სისტემასთან. CSD სისტემა მოიცავს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებულ ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს: ფასიანი ქაღალდების გამოშვების, კუპონის გადახდის და დაფარვის ოპერაციებთან დაკავშირებულ ავტომატურ ანგარიშსწორებას.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემის მფლობელი და ოპერატორია საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ხაზინა და RTGS სისტემის მონაწილე ყველა კომერციული ბანკი.
მობრუნებების მართვა
საბანკო ანგარიშსწორების პროცედურის ნაწილია ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გაწეული ხარჯის მობრუნებების მართვა. ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება, როგორც მიმდინარე წელს გაწეული ხარჯის მობრუნება, ასევე წინა წლებში გაწეული ხარჯის მობრუნებები. ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მობრუნებებისთვის თითოეული თანხების მფლობელისათვის გახსნიალია სპეციალური შემოსულობის კოდი. მიმდინარე წელს გაწეული ხარჯის ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობრუნებული თანხებით ხდება ხარჯის შემცირება შესაბამის მოთხოვნაზე.
ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან შეცდომით გადარიცხული თანხების უკან დაბრუნების შემთხვევაში, კომერციულმა ბანკებმა თანხის დაბრუნება უნდა განახორციელონ სახაზინო კოდზე 302009921.
ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში
უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოებისათვის სახელმწიფო ხაზინას 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს მულტისავალუტო ანგარიში. სავალუტო ანგარიშიდან ხორციელდება: საბიუჯეტო გადახდები უცხოურ ვალუტაში; საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ გრანტების და კრედიტების ჩარიცხვა; ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ჩარიცხვა უცხოურ ვალუტაში;
2011 წლიდან სახაზინო სამსახური გაწევრიანდა მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების ასოციაციის (SWIFT) სისტემაში. მოხდა სისტემის დანერგვა და ფუნქციონალის შესწავლის მიზნით თანამშრომელთა დატრეინინგება. ამ ეტაპზე სავალუტო ოპერაციების განხორციელება ხდება საქართველოს ეროვნულ (მოკორესპოდენტო) ბანკთან SWIFT-ის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის მაღალ ხარისხს და სავალუტო ოპერაციების სწრაფად განხორციელებას.
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება "გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ"
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება საგადახდო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის განხორციელების, საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემაში (GPSS) ელექტრონული დოკუმენტებისა და ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე