საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
2025 წლის 25 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N12 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 155 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.490%, მაქსიმალური 8.687%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.648%.