საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები

2025 წლის 26 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N4 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.3 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5.3 წელი) სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვა 5.2 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 10 წელი) სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა.