სახაზინო კოდები

უკან

გადასახადების გადახდა ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადებისათვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000. სახელმწიფო ხაზინის მიერ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, გადასახადების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სსიპ – შემოსავლების სამსახური) ინფორმაცია გადასახადების სახით ერთიან კოდზე ჩარიცხული გადასახადების ფაქტობრივი საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით გადანაწილების შესახებ.

ამკრეფის კოდი განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის ამკრეფს

ამკრეფის კოდი ამკრეფის დასახელება
1 შემოსავლების სამსახური
2 სხვა შემოსულები
3 სსიპ/ა(ა)იპ

დანართ №2-ში აღნიშნული ციფრები განსაზღვრავენ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, რეგიონალურ საბაჟო ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს.

დანართ №3 განსაზღვრავს სახაზინო კოდებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის ბიუჯეტის შემოსულობის თითოეულ სახეს, რომლებზეც ხდება თანხის გადახდა, გარდა გადასახადებისა.