PFM რეფორმა

სახელმწიფო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმა

უკან

სახელმწიფო სახსრების ფინანსური მართვის ფუნდამენტური მიზანია ქვეყანაში ხელთ არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება. ამ მიზნის მისაღწევად ფისკალური პოლიტიკა მიმართულია სახელმწიფო სახსრების სტრატეგიულ განთავსებაზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო სახსრების სახელმწიფო პრიორიტეტებისკენ ეფექტურად მიმართვას და ამ პრიორიტეტების დასაფინანსებლად მრავალწლიანი მყარი ფინანსირების პაკეტის შექმნას.

სახელმწიფო ფინანსების მართვის ეფექტურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკა გადავიდეს 1 წლიანი დაგეგმარებიდან მრავალწლიან დაგეგმარებაზე. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს გრძელვადიან დაგეგმარებას და სახელმწიფო საშუალოვადიანი პრიორიტეტებისათვის დაფინანსების საიმედოობას.

სახელმწიფო ფინანსების მართვის სრულყოფა ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების პროცესზე გადასვლას, რაც გულისხმობს, რომ ბიუჯეტის სახსრები გამოყოფილი იქნება პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებათა დასაფინანსებლად და პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია ეფექტური ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შეაფასებს და შეადარებს ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ რეალურ შედეგებს დაგეგმილ შედეგებთან.

სახელმწიფო სახსრების ეფექტური ფინანსური მართვა ემსახურება ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესსებას.

სტრატეგიული ბიუჯეტირება ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სექტორში დისციპლინის ზრდას.

სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ძირითადი მიზნებია :

  • ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება, საბიუჯეტო სისტემის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და პროგნოზირება
  • სტრატეგიული მიდგომის სტიმულირებით, რესურსების მიმართვა პოლიტიკურად და სტრატეგიულად პრიორიტეტულ საკითხებზე
  • რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება
  • სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე ანგარიშგებისა და კონტროლის უზრუნველყოფა

რეფორმის განხორციელების მნიშვნელოვანი კომპონენტებია :

  • რეფორმის გეგმის ეფექტური კოორდინაცია
  • რეფორმისადმი ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული მიდგომა
  • რეფორმებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებისას აზრობრივი და ტექნიკური თანმიმდევრულობა
  • განხორციელების შესაბამისი მიმდინარეობა